BATUMI MUSICFEST - Greetings from Artistic Director, Elisso Bolkvadze

ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვარ, რომ აჭარაში, საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, წელს უკვე მეოთხედ ტარდება 17-22 სექტემბერს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი.

დაარსების დღიდან ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.

ასევე, მსურს გამოვხატო მადლიერება ქართული პრესის, ტელევიზიის და ფრანგული პრესის მიმართ, რომელიც ერთგულად აშუქებს ახალდაბადებული ფესტივალის მსვლელობას ყოველ წელს.

დიდ მადლობას ვუხდით საერთაშორისო მისიებს საელჩოებს საქართველოში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

პირველად საქართველოს მუსიკალურ ისტორიაში, ბათუმის ფესტივალი გახდა ევროპის ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი და მიიღო საერთაშორისო სტატუსი.

მოწვეული მუსიკოსები გამოირჩევიან თავიანთი განუმეორებელი ინდივიდუალურობითა და შესრულების უმაღლესი დონით.

მელომანებს მიეცემათ საშუალება აღმოაჩინონ ნიჭიერი ქართველი ნორჩი ტალანტები – მომავლის მუსიკოსები.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების და ტრადიციების ხელოვანები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი იდეა კულტურული დიპლომატიის გაღრმავებაა. როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტი, მჯერა, რომ მუსიკას შეუძლია გააერთიანოს ადამიანები მაღალი ღირებულებების ირგვლივ და დიდი წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში.

სანაპიროზე განთავსებული მუსიკალური ცენტრის ულამაზესი დარბაზი ყოველ დღე მსმენელს ზეიმის განწყობას შეუქმნის და გაუზიარებს მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს.

გელოდებით მოუთმენლად ძვირფასო მსმენელებო !

ბათუმის ფესტივალი